გათამაშების წესები და პირობები

  1. მონაწილეობის პირობები

მომხმარებელს გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია 2024 წლის 01 მარტი, 00:00 საათიდან 31 მარტის, 23:59 საათამდე, (შემდგომში- გათამაშების პერიოდი) კომპანია „თინეთის“  SuperApp (შემდგომში- აპლიკაცია) აპლიკაციაში შესვლისა და რეგისტრაციის გზით, გათამაშების პერიოდში.

  1. აღწერილობა და გათამაშების წესები

2024 წლის 01 მარტის 00:00 საათიდან 2024 წლის 31 მარტის 23:59 საათამდე, SuperApp-ის ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს (შემდგომში- მომხმარებელი) შესაძლებლობა ეძლევა მოიგოს პრიზები, რომლებიც განთავსებული იქნება SuperApp-ის ნებისმიერ შესაძლო კატეგორიაში. SuperApp-ში  გათამაშების პერიოდში ყოველდღიურად, შემთხვევითობის პრინციპით სხვადასხვა კატეგორიებში განთავსდება არანაკლებ 3 (სამი) საჩუქარი.

გათამაშებაში მონაწილეობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თანახმაა გადაუღონ ფოტო/ვიდეო მასალა და მის სახელსა და გვართან ერთად, გათამაშების გამჭვირვალობის მიზნით, განთავსდეს საჯარო წყაროებში.

მომხმარებელი პრიზებს აღმოაჩენს  და მოიგებს კატეგორიების თვალიერებისას, აპლიკაციაში მოძრაობისას, ნებისმიერ სექტორსა თუ კატეგორიაში.

  1. პრიზები

აპლიკაციაში, შემთხვევითობის პრინციპით, განთავსდება შემდეგი პრიზები:

  • 5 000 ლარიანი სამოგზაურო ვაუჩერი - 5 ცალი
  • Iphone 15 Pro Max - 5 ცალი
  • Playstation - 5 ცალი
  • Apple Watch - 5 ცალი
  • TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი (www.tkt.ge) - 73 ცალი
  1. პრიზის მიღება

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი შემთხვევითობის პრინციპით დამალულ პრიზს იპოვნის, პრიზის მისაღებად, უნდა დააჭიროს სასაჩუქრე ყუთს და ღილაკს „საჩუქრის მიღება“, რომელიც პრიზის პოვნისას გამოისახება. მომხმარებელი ავტომატურად გადამისამართდება საგადახდო სისტემის გვერდზე, სადაც ვალდებულია ნებისმიერი VISA ბარათით განახორციელოს 0.01 ლარიანი ტრანზაქცია, ხოლო Apple Pay ან/და Google pay-ში მიმაგრებული  VISA ბარათის შემთხვევაში - 0.02-0.05 ლარიანი ტრანზაქცია, რომლის მომხმარებლისთვის დაბრუნებაც ავტომატურად იქნება უზრუნველყოფილი. მომხმარებელს, აღნიშნული მიზნით, შეუძლია გამოიყენოს როგორც აპლიკაციაში უკვე დამახსოვრებული VISA ბარათი, ისე  მიაბას და დაამატოს ახალი VISA ბარათიც.

0.01 ლარიანი ტრანზაქციის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მომხარებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს მის მიერ მოგებული პრიზი.

  1. გათამაშების მნიშვნელოვანი პირობები

გათამაშების პერიოდის განმავლობაში, გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია AUTH TNET-ის მხოლოდ ერთ რეგისტრირებულ იუზერს, ერთი VISA ბარათით. ერთი იუზერი შეესაბამება ერთ ადამიანს.

ყოველგვარი გაუგებრობის გამორიცხვის მიზნით, გათამაშების პერიოდის განმავლობაში ერთი ადამიანი იგებს მხოლოდ ერთ პრიზს.

გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ: შპს „თინეთის“, ვიზა სემეა ჰოლდინგს ლიმითიდ, საქართველოს ფილიალი - ს/კ 405212586, Saatchi &Saatchi LLC, შპს „საბას“ანამშრომლები, ინსპექტორები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და 18 წელს მიუღწეველი პირები. ამასთანავე, გათამაშებაში მონაწილეობა ეზღუდებათ იმ პირ(ებ)ის ოჯახის წევრებს, რომელთაც აქვთ ან/და შესაძლოა ჰქონდეთ წვდომა პრიზების აპლიკაციაში განთავსებაზე ან სხვა დაკავშირებულ ინფორმაციაზე. გათამაშების მიზნებისათვის, ოჯახის წევრებად ითვლებიან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი პირები, ასევე დაახლოებული და ოჯახის წევრთან გათანაბრებული სხვა პირები.

გათამაშებაში გამარჯვებულ პირს შესაძლოა გადაუღონ ფოტო/ვიდეო გამჭვირვალობისა და საჯარო წყაროებში განთავსების მიზნით.

  1. პრიზების გადაცემა

გამარჯვებულ მომხმარებლებს, კომპანია „თინეთის“ მხრიდან წინასწარი კომუნიკაციის საფუძველზე, კვირაში ერთხელ გადაეცემათ მოგებული პრიზები. პრიზების გადაცემის ადგილია კომპანია „თინეთი“. მის.: თბილისი, შ. ნუცუბიძის 129ა. სართული 3 ან შესაძლოა გამარჯვებულს გაეგზავნოს ელექტრონულად.

  1. პრიზის გაუქმება

კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს მომხმარებლის მიერ მოგებული პრიზი იმ შემთხვევაში თუ:

  • პრიზების გადაცემამდე ან/და გადაცემის ეტაპზე გაირკვევა, რომ გამარჯვებული მომხმარებელი წარმოადგენს: უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 18 წელს მიუღწეველ პირს ან/და შპს „თინეთის“, “ვიზა სემეა ჰოლდინგს ლიმითიდ” საქართველოს ფილიალი - ს/კ 405212586, Saatchi &Saatchi LLC, შპს „საბას“ანამშრომლებს, ინსპექტორებს. ასევე, თუ დადგინდება, რომ გამარჯვებული მომხმარებელი არის იმ პირ(ებ)ის ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს ან/და შესაძლოა ჰქონდეს წვდომა პრიზების აპლიკაციაში განთავსებაზე ან სხვა დაკავშირებულ ინფორმაციაზე;
  • დადგინდება, რომ გამარჯვებულ მომხმარებელს უკვე გადაცემული აქვს პრიზი ან/და თუ მომხარებელმა ერთზე მეტჯერ მოიგო პრიზი;
  • მოხმარებლის მიერ განხორციელებული 0.01 ლარიანი ტრანზაქცია წარუმატებელია;
  • გამარჯვებულ მომხმარებელს კომპანია „თინეთი“ ვერ უკავშირდება, რაც გულისხმობს კომპანიის მიერ მომხმარებელთან განხორციელებულ არანაკლებ 3 (სამი) სატელეფონო ზარს, 5 კალენდარული დღის შემდეგ პრიზი ექვემდებარება გაუქმებას;
  • თუ გამარჯვებული მომხმარებელი უარს იტყვის კომპანიის მიერ გამჭვირვალობის მიზნით ფოტო/ვიდეო გადაღებაზე;
  • კომპანია „თინეთისა“ და “ვიზა სემეა ჰოლდინგს ლიმითიდის”, საქართველოს ფილიალი - ს/კ 405212586 მიერ ნებისმიერი საეჭვო გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე;

გაუქმებული პრიზები ჩაეშვება გათამაშებაში ხელახლა.

  1. დასკვნითი დებულებები

კომპანია „თინეთი“ და “ვიზა სემეა ჰოლდინგს ლიმითიდ”, საქართველოს ფილიალი - ს/კ 405212586 უფლებამოსილნი არიან შეიტანონ ცვლილებები გათამაშების წესებში გათამაშების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

დავის წარმოშობის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომპანია „თინეთი“ და “ვიზა სემეა ჰოლდინგს ლიმითიდ”, საქართველოს ფილიალი - ს/კ 405212586. მომხმარებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში კომპანია „თინეთი“ და “ვიზა სემეა ჰოლდინგს ლიმითიდ”, საქართველოს ფილიალი - ს/კ 405212586 იტოვებენ უფლებას უარი უთხრან მას  გათამაშებაში მონაწილეობაზე.

პარტნიორი კომპანიები
კონტაქტი
#129ა ნუცუბიძის ქუჩა; თბილისი
გამოგვყევი
 

ყველა უფლება დაცულია © 2024