12 ივლისის, 15:00 საათზე, პირდაპირ ეთერში
მინიმუმ 10 ლარიანი ტრანზაქცია
მე-500 ტრანზაქცია
Gpay-სა და Apple pay-ს საშუალებით
წინამდებარე რეგლამენტი და გათამაშების მოწყობის პირობები (შემდგომში „წესები“) განსაზღვრავს გათამაშებაში მონაწილეობის, საპრიზო ფონდის გათამაშების და გამარჯვებულთა გამოვლენის ზოგად წესებს.
გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა. წინამდებარე გათამაშება არ წარმოადგენს ლატარიას, ტოტალიზატორს ან სხვა აზარტულ-მომგებიან თამაშობას, და არ საჭიროებს ლიცენზიის მიღებას.
1. გათამაშების დამკვეთი და ორგანიზატორი:
1.1 გათამაშების დამკვეთი: Visa International Service Association, რეგისტრირებული მისამართი: 900 Metro Center Boulevard, Foster City, California 94404, USA.
1.2 გათამაშების ორგანიზატორი: შპს სააჩი ენდ სააჩი, რეგისტრირებული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 97. (ფაქტობრივი მისამართი : საქართველო, ქ. თბილისი, ვასილ პეტრიაშვილის #23) ს/კ 406 049 057, რომელიც არის Visa International Service Association-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში წამახალისებელი გათამაშების ორგანიზების მიზნით.
1.3. შპს სააჩი ენდ სააჩი (ს/კ 406 049 057 ) არის საერთაშორისო სარეკლამო კომპანია, რომელიც მრავალი წელია ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე და ემსახურება არაერთ მსოფლიო ცნობადობის ბრენდს, მათ შორის - Visa-ს (ვიზა).
2. გათამაშების პარტნიორი მონაწილეთა და გამარჯვებულთა იდენტიფიცირების მიზნებისათვის არის: შპს თინეთი (ს/კ 402 116 474 ) - ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. TNET (თინეთი), VISA (ვიზა) ბარათის მომხმარებლებს ციფრული საფულის გამოყენებით (Apple Pay/ Google Pay) VISA ბარათით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს მის ციფრულ პლატფორმებზე და მობილურ აპლიკაციაში (შემდგომში -„პარტნიორი“). პარტნიორის ციფრული პლატფორმები და მობილური აპლიკაციები, რომლებიც გათამაშებაში მონაწილეობს (შემდგომში ერთობლივად მოხსენიებული როგორც „პლატფორმები“) , შემდეგია :
1. Myauto : www.myauto.ge
2. Mymarket : www.mymarket.ge
3. Myhome : www.myhome.ge
4. Myparts : www.myparts.ge
5. Vendoo : www.vendoo.ge
6. Livo : www.livo.ge
7. TKT : www.tkt.ge
8. Supper App : მობილური აპლიკაცია, რომლის დახმარებით შესაძლებელია აპლიკაციაში დამატებული ნივთების შეძენა და/ან სხვა პროდუქტებით სარგებლობა .
3. გათამაშების მიზანი:
გათამაშების მიზანია ციფრული საფულის გამოყენებით(Apple Pay/ Google Pay) Visa (ვიზა) ბარათით ელექტრონულ კომერციაში გადახდების წახალისება, როგორებიცაა Apple Pay-ით და Google Pay-ით ონლაინ გადახდით ტრანზაქციათა გაზრდა.
4. გათამაშების ჩატარების ვადები:
4.1. გათამაშება იწყება 2024 წლის 1 აპრილს 00:00:01 საათიდან და გრძელდება 2024 წლის 30 ივნისის 23:59:59 ჩათვლით (შემდეგში „გათამაშების პერიოდი“), ხოლო გამარჯვების თაობაზე გამარჯვებულების ინფორმირების თარიღია 2024 წლის 12 ივლისი 15:00 საათი. შესაბამისად გათამაშების სრული პერიოდია 2024 წლის 1 აპრილის 00:00:01 საათიდან 2024 წლის 12 ივლისის 15:00 საათის ჩათვლით.
5. გათამაშების ჩატარების ადგილი:
5.1. გათამაშების ჩატარების ადგილია საქართველო.
გათამაშებაში გამარჯვების თაობაზე გამარჯვებულების ინფორმირება განხორციელდება პირდაპირ ეთერში, შემდეგი მისამართიდან: საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზ. 114 (კოკა-კოლას ადმინისტრაციული შენობა)
6. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების წესი:
6.1. საქართველოს რეზიდენტი (საქართველოს მოქალაქე და მოქალაქესთან გათანაბრებული პირები - საქართველოს რეზიდენტები) ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი (შემდეგში „გათამაშების მონაწილე“) და ფლობს საქართველოში ბანკების მიერ გაცემულ Visa (ვიზა) ბრენდის ბარათს (შემდეგში „ბარათი“) და აღნიშნული ბარათით, ციფრული საფულის საშუალებით, როგორებიცაა Apple Pay და Google Pay, განახორციელებს მინიმუმ 10 (ათი) ლარის ღირებულების ტრანზაქციას ერთ-ერთ რომელიმე პლატფორმაზე, 2024 წლის 1 აპრილის 00:00:01 საათიდან - 2024 წლის 30 ივნისის 23:59:59 საათის ჩათვლით, მის მიერ პლატფორმებზე შესვლისას გაცხადებული თანხმობის საფუძველზე, ხდება გათამაშების მონაწილე.
6.2. პლატფორმებზე შესვლისას გაცხადებული თანხმობით და გათამაშებაში მონაწილეობის მიღებით მონაწილე სრულიად ეთანხმება გათამაშების წინამდებარე წესებს და პირობებს.
7. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან:
• 18 წლამდე ასაკის ფიზიკური პირები;
• არა-რეზიდენტი პირები;
• გათამაშების პარტნიორების, დამკვეთის ან/და ორგანიზატორის თანამშრომლები, ასევე შპს „საბას“, შპს „ინდექსის“ თანამშრომელს, ინსპექტორს;
• აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირები, რომლებსაც ეკრძალებათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება;
• იურიდიული პირები;
• პირები, რომლებმაც თანხმობა არ განაცხადეს გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე ან შემდგომ თქვეს უარი მასში მონაწილეობის მიღებაზე.
8. გათამაშების საპრიზო ფონდი
გათამაშების საპრიზო ფონდი შედგება 50 ერთეული პრიზისგან, მათ შორის: 40 ერთეული – 500 ლარიანი ვაუჩერი შესაბამის პლატფორმებზე და 10 სუპერ პრიზი: - 1 ცალი ავტომობილი VOLVO XC60 – DENIM BLUE – ULTIMATE DARK; 3 ცალი - 2 კაციანი სამოგზაურო ვაუჩერი; 6 ცალი - 1000,00 ლარის ღირებულების ვაუჩერი TKT პლატფორმაზე ფრენის ბილეთის შესაძენად.
იხილეთ საპრიზო ფონდის და მომგებიანი ტრანზაქციის რიგითობის დეტალური მონაცემები ცხრილის სახით:
ტრანზაქციის ნომერი | საჩუქარი |
500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
1000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
1500 | TKT Fly-ს 1000 ლარიანი ვაუჩერი |
2000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
2500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
3000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
3500 | 2 კაციანი საგზური |
4000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
4500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
5000 | TKT Fly-ს 1000 ლარიანი ვაუჩერი |
5500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
6000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
6500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
7000 | TKT Fly-ს 1000 ლარიანი ვაუჩერი |
7500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
8000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
8500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
9000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
9500 | TKT Fly-ს 1000 ლარიანი ვაუჩერი |
10000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
10500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
11000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
11500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
12000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
12500 | 2 კაციანი საგზური |
13000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
13500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
14000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
14500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
15000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
15500 | TKT Fly-ს 1000 ლარიანი ვაუჩერი |
16000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
16500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
17000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
17500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
18000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
18500 | ავტომობილი |
19000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
19500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
20000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
20500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
21000 | 2 კაციანი საგზური |
21500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
22000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
22500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
23000 | TKT Fly-ს 1000 ლარიანი ვაუჩერი |
23500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
24000 | TKT Fly-ს 500 ლარიანი ვაუჩერი |
24500 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
25000 | ვენდუს 500 ლარიანი ვაუჩერი |
• იმ შემთხვევაში თუ ტრანზაქციების ჯამური რაოდენობა არ მიაღწევს 25000-ს, მაშინ, რეალურად განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობის გათვალისწინებით, შესაბამისი მომგებიანი ტრანზაქციის რიგითობაზე გამოვლენილი გამარჯვებულები რჩება უცვლელი. ხოლო დარჩენილ რიგითობებზე დამატებითი გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით, წინამდებარე წესები და პირობები ექვემდებარება გადახედვას და ორგანიზატორის, დამკვეთისა და პარტნიორის ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე, გამარჯვებულების გამოვლენის ახალი წესის დადგენას.
• დაუშვებელია პრიზის შესაბამისი ფულადი საფასურის გაცემა და გამარჯვებულის მიერ სხვისთვის გადაცემა.
• ორგანიზატორი კომპანია და დამკვეთი არ აგებს პასუხს გამარჯვებული პირის მიერ მიღებული საჩუქრის/პრიზის გამოუყენებლობაზე, ნებისმიერი პირადი მიზეზით.
• ორგანიზატორი კომპანია პასუხს არ აგებს თუ გამარჯვებული დადგენილ ვადებში არ მიიღებს პრიზს. პრიზის დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით მიუღებლობისას - ის განულდება/გაუქმდება.
• ორგანიზატორი კომპანია არ ანაზღაურებს პრიზების მიღება/გამოყენების რაიმე სხვა დამატებით ხარჯებს.
• პრიზები შეიძლება განსხვავდებოდეს სარეკლამო/საინფორმაციო მასალაზე ასახული გამოსახულებისაგან (განსხვავება ფერში, ზომაში ან სხვა დეტალებში).
9. გათამაშების ორგანიზაციული და საინფორმაციო უზრუნველყოფა
9.1. გათამაშების საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის გათამაშების ორგანიზატორი იყენებს სოციალურ ქსელის Facebook-ის და Instagram-ის, გვერდებს:
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/Myauto.ge
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/mymarket.ge
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/Myhome.ge
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/WWW.MYPARTS.GE
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/Vendoo.ge/
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/www.livo.ge/
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/TKT.GE
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/superapp.tnet
- Instagram-ის გვერდზე: @visa_georgia
- Instagram-ის გვერდზე: @myauto.ge
- Instagram-ის გვერდზე: @ ge
- Instagram-ის გვერდზე: @ myhomege
- Instagram-ის გვერდზე: @ myshoptnet
- Instagram-ის გვერდზე: @ ge
- Instagram-ის გვერდზე: @ livo_ge
- Instagram-ის გვერდზე: @ ge
- Instagram-ის გვერდზე: @ superapp_tnet
აღნიშნულ სოციალურ ქსელ(ებ)ში განთავსდება გათამაშების წესები და პირობები, სარეკლამო/საინფორმაციო წყაროდ აგრეთვე იყენებს ვებ-გვერდს: www.visa.com.ge და www.tnet.ge სადაც გამოქვეყნდება გამარჯვებულთა ვინაობა.
წინამდებარე გათამაშებაში მონაწილეობაზე თანხმობის გაცემით, მონაწილე აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს ორგანიზატორისა და გათამაშების პარტნიორი კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე გათამაშების ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნებისათვის, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვებული მონაწილის სახელი, გვარი, გამოსახულება და გათამაშებაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ფაქტები (შედეგის ჩათვლით), საჯაროდ გამოქვეყნდება ზემოთ მითითებულ სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდებზე.
10. გამარჯვებულის ინფორმირების ადგილი და დრო:
10.1. გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება: 2024 წლის 12 ივლისს 15:00 საათზე, მისამართზე: საქართველო, თბილისი, წერეთლის გამზ. 114 (კოკა-კოლას ადმინისტრაციული შენობა)
10.2. გამარჯვების თაობაზე გამარჯვებულთა ინფორმირება გაიმართება პირდაპირ ეთერში,
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/Myauto.ge
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/mymarket.ge
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/Myhome.ge
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/WWW.MYPARTS.GE
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/Vendoo.ge/
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/www.livo.ge/
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/TKT.GE
- Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/superapp.tnet
10.3. გამარჯვებულის ინფორმირებას დაესწრება დამკვეთი, პარტნიორი, კამპანიის ორგანიზატორები და მესამე პირები (ორგანიზატორთან არა-ურთიერთდამოკიდებული პირი/პირები)
11. გათამაშების ჩატარების მექანიკა:
11.1. წინამდებარე წესების შესაბამისად შესრულებულ ერთ ტრანზაქციაზე (მინიმუმ 10 ლარის ღირებულების გადახდის ტრანზაქცია) გათამაშების მონაწილის ტრანზაქციას ენიჭება ტრანზაქციის ნომერი. აღნიშნული გულისხმობს, რომ თითო ტრანზაქციის ნომერი შეესაბამება თითოეულ პლატფორმაზე არსებული წესებისა და პირობების შესაბამისად დადგენილ კალათის ღირებულების მინიმალურ ოდენობას (არსებობის შემთხვევაში).
11.3. ერთი დღის განმავლობაში ერთიდაიგივე პლატფორმიდან შესაძლოა მხოლოდ 3 გადახდის აღრიცხვა გათამაშებაში მონაწილე ტრანზაქციად, რათა გამოირიცხოს გადახდის ხელოვნური გზით დაყოფა 10 ლარიან ტრანზაქციებად.
11.4. გათამაშების პარტნიორი წინამდებარე წესების შესაბამისად განხორციელებულ ყოველ ტრანზაქციას ანიჭებს ტრანზაქციის ნომერს და ავლენს მიერ რიგითობას ჯამური ტრანზაქციების რაოდენობაში.
11.5. გათამაშების მონაწილე გახდება პრიზის მფლობელი, თუკი მისი ტრანზაქციის ნომერი დაემთხვევა წინამდებარე წესების ამე-8 პუნქტში მოცემულ ცხრილში მითითებულ გამარჯვებული ტრანზაქციის ნომერს. გასათვალისწინებელია, რომ ერთ იუზერს/მონაწილეს გამარჯვებული ტრანზაქციის ნომერი მიენიჭება მხოლოდ ერთხელ, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ შემთხვევაში თუ მონაწილის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია შეესაბამება წინამდებარე წესების მე-8 პუნქტში მოცემულ ცხრილში მითითებულ ერთზე მეტ ტრანზაქციის ნომერს, მონაწილე მიიღებს მხოლოდ პირველი ტრანზაქციის ნომრის შესაბამის პრიზს.
11.6 იმ შემთხვევაში თუ, რამდენიმე (ერთზე მეტი) მონაწილე ერთსა და იმავე დროს განახორციელებს ტრანზაქციას, რომელიც შეესაბამება წინამდებარე წესების მე-8 პუნქტში მოცემულ ცხრილში მითითებულ ერთსა და იმავე ტრანზაქციის ნომერს, უპირატესობა მიენიჭება მონაწილის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის საფასურს. შესაბამისად, ერთსა და იმავე დროს განხორციელებული რამდენიმე ტრანზაქციიდან მომგებიანი იქნება ის, რომლის ღირებულებაც იქნება მეტი.
11.7. გათამაშების პარტნიორი ახდენს გამარჯვებული ტრანზაქციის განმახორციელებელი პირის, შესაბამისი Visa (ვიზა) ბარათის მფლობელის იდენტიფიცირებას, იგი ასევე უზრუნველყოფს გადამოწმებას თუ რამდენად აკმაყოფილებს გამარჯვებული პირი წინამდებარე რეგლამენტის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, გათამაშებაში მონაწილე პირი ხომ არ წარმოადგენს:
- 18 წლამდე ასაკის ფიზიკურ პირს;
- არა-რეზიდენტ პირს;
- გათამაშების პარტნიორების, დამკვეთის ან/და ორგანიზატორის თანამშრომელს, ასევე შპს „საბას“, შპს „ინდექსის“ თანამშრომელს, ინსპექტორს.
- აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირებს, რომლებსაც ეკრძალებათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება;
- იურიდიულ პირებს;
- პირები, რომლებმაც თანხმობა არ განაცხადეს გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე ან შემდგომ თქვეს უარი მასში მონაწილეობის მიღებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ გათამაშების პარტნიორის მიერ დადგინდება, რომ პირი შეესაბამება ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში მოცემულ რომელიმე კრიტერიუმს, შესაბამისი ტრანზაქცია ანულირდება, არ ჩაითვლება რეგისტრირებულად და ორგანიზატორი ამ ტრანზაქციას გათამაშებისთვის ტრანზაქციის ნუმერაციას მიანიჭებს მომდევნო ტრანზაქციას, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე წესების მოთხოვნებს.
11.8. გათამაშების მონაწილეს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი რაოდენობის Visa (ვიზა) ბრენდის ნებისმიერი ბარათი. დამატებითი საბარათე ანგარიშიდან განხორციელებული ტრანზაქცია ჩაითვლება ძირითადი საბარათე ანგარიშიდან შესრულებული ტრანზაქციის ტოლფასად.
წინამდებარე გათამაშებაში მონაწილეობაზე თანხმობის გაცემით, მონაწილე აცნობიერებს და თანხმობას აცხადებს გათამაშების პარტნიორი კომპანიის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე გათამაშების ჩატარებისა, გამარჯვებულის გამოვლენის და მასთან დაკავშირების მიზნებისათვის, მათ შორის, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული პერსონალური, მათ შორის საკონტაქტო მონაცემების ორგანიზატორისათვის გადაცემასა და ამ უკანასკნელის მიერ მათ დამუშავებაზე.
11.9. გათამაშების გამარჯვებულთა ინფორმირება გაიმართება 1 ეტაპად:
- წამყვანი პირდაპირ ეთერში დაუკავშირდება 10 სუპერ პრიზის მფლობელს, და მიაწვდის ინფორმაციას თუ რომელ ნუმერაციაში მოხვდა მისი ტრანზაქცია და შესაბამისად რა პრიზი მოიგო. ხოლო, დანარჩენი 40 პრიზის მფლობელთან პირდაპირ ეთერში დაკავშირება სატელეფონო ზარით არ მოხდება. წამყვანი უზრინველყოფს მხოლოდ გამარჯვებულის სახელის და საკონტაქტო ნომრის გამოცხადებას პირდაპირ ეთერში, საკონტაქტო ნომრის ბოლო ორი ციფრის გარეშე. აღნიშნული 40 გამარჯვებული ტრანზაქციის მფლობელებთან დაკავშირებას უზრუნველყოფს ორგანიზატორი გათამაშებიდან მაქსიმუმ 2 სამუშაო დღის განმავლობაში. სუპერ პრიზის გამარჯვებულმა უნდა: 1. უპასუხოს სატელეფონო ზარს (3 მცდელობის შემდეგ, ზარი განხორციელდება შემდეგი ტრანზაქციის მფლობელთან, ვიდრე არ გამოვლინდება გამარჯვებული), 2. გამოთქვას თანხმობა გამარჯვებულად გამოცხადებასა და პრიზის მიღებაზე, აღნიშნულის შემდეგ, წამყვანი გამარჯვებულს მიაწვდის პრიზის მიღებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
- იმ პირის ტრანზაქციის ნომერი, რომელიც არ არის თანახმა აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენაზე და/ან პრიზის მიღებაზე, ან/და არ უზრუნველყოფს პრიზის მიღებას წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებულ 30 დღიან ვადაში, არ ითვლება რეგისტრირებულად და წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებული საპრიზო ფონდი მცირდება გაუთამაშებელი პრიზების ექვივალენტი ღირებულების ოდენობით.
- წინამდებარე გათამაშებაში მონაწილეობის მიღებით, პირი აცხადებს ცალსახა თანხმობას გათამაშების პარტნიორის და ორგანიზატორის მიერ, ამავე პარტნიორის ციფრულ პლატფორმებზე და მობაილ აპლიკაციაში დაცული მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე წინამდებარე გათამაშების მიზნებისათვის, კერძოდ, გათამაშების პარტნიორი გამარჯვებული პირის მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, ), გამარჯვებულის თანხმობის შესაბამისად გადასცემს გათამაშების ორგანიზატორს შესაბამისი გამარჯვებულისათვის პრიზის გადაცემის მიზნებისათვის შემდეგ საფოსტო მისამართებზე: [email protected].
წინამდებარე გათამაშების მიზნებისათვის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გათამაშების ჩატარების და მისი თანმდევი ქმედებების შესრულებისათვის საჭირო ვადით, რომლის შემდეგაც ორგანიზატორისა და გათამაშების პარტნიორი ორგანიზაციის მიერ განხორციელდება მონაცემების წაშლა, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
გათამაშების მონაწილეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი ორგანიზატორისა და გათამაშების პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. აღნიშნული უარი ავტომატურად მიიჩნევა გათამაშებაში მონაწილეობის მიღებაზე უარად და გამოიწვევს მონაწილის მიერ დაგროვებული გათამაშების ბილეთების ანულირებას.
- გამარჯვებულთა ინფორმირების პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერას კომისიის თანდასწრებით, უზრუნველყოფს გათამაშების ორგანიზატორი.
- გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია, 3 სამუშაო დღის ვადაში განთავსდება ვებ-გვერდებზე:
- ვებ-გვერდზე: visa.com.ge
- ვებ-გვერდზე: tnet.ge
- გამარჯვებული უნდა გამოცხადდეს პრიზის მისაღებად გათამაშებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვასილ პეტრიაშვილის #23.
12. გათამაშებაში მონაწილეობას არ იღებს:
- 2024 წლის 1 აპრილის 00:00:01-საათამდე და 2024 წლის 30 ივნისის 23:59:59 საათის შემდეგ Visa (ვიზა) ბარათით ციფრულის საფულის (Apple Pay და Google Pay,) საშუალებით შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება TNET-ის ციფრულ პლატფორმებზე ან მობილურ აპლიკაციაში;
- ციფრული საფულით, როგორებიცაა Garmin Pay ან/და ბანკის საკუთარი ციფრული საფულე, შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება;
- საბანკო ბარათით შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება.
- თინეთის სხვა ციფრულ პლატფორმებზე, როგორებიცაა: https://www.swoop.ge/, https://www.myshop.ge/ და https://saba.com.ge/ შესრულებული ანგარიშსწორებები.
13. ზოგადი დებულებები
• გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემა პირადობის მოწმობის წარდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე, პირადობის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 6 დღის განმავლობაში.
• პრიზების მიღებისას (საკუთარი პირადობის მოწმობის წარდგენით) გამარჯვებულების დამატებითი წერილობითი თანხმობით ორგანიზატორი უფლებამოსილია, რომ გამარჯვებულების ფოტო-ვიდეო მასალა გამოიყენოს სარეკლამო მიზნებისათვის, თანხმობის ფორმით გათვალისწინებულ მედია და სოციალურ არხზე განსათავსებლად;
• პრეტენზია განიხილება გათამაშების მიმდინარეობისას და მისი დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვასილ პეტრიაშვილის #23
• პრეტენზიის განხილვის წესი: პრეტენზია წარმოდგენილ უნდა იქნას წერილობითი ფორმით კომპანიის შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვასილ პეტრიაშვილის #23 პრეტენზიის წერილში, პრეტენზიის არსთან ერთად, წარმომდგენმა უნდა მიუთითოს მისი საცხოვრებელი მისამართი, სადაც სურს რომ მიიღოს კომპანიის პასუხი (გადაწყვეტილება) მის მიერ წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით. პრეტენზიების განხილვა მოხდება კომპანიის ადმინისტრაციის (იურიდიული, ფინანსური და აღმასრულებელი მენეჯმენტის დანაყოფების) მიერ, პრეტენზიის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. პრეტენზიის წარმომდგენს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება, პრეტენზიის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, პრეტენზიის წარმდგენის საცხოვრებელ მისამართზე საპასუხო წერილის გაგზავნის გზით.
• გამოვლენილი გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია დაიდება ვებ-გვერდებზე:
o ვებ-გვერდი: www.visa.com.ge
o ვებ-გვერდზე: www.tnet.ge
• გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.
•გათამაშების ფარგლებში თითოეული ორგანიზაცია დამოუკიდებლად უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კანონიერ დამუშავებასა და დაცვას. გათამაშების პარტნიორი და ორგანიზატორი ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად აგებენ პასუხს წინამდებარე გათამაშების რეგლამენტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებაზე.
• რაიმე სახის შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში, არასათანადო გააზრება, ცდომილება ან ნებისმიერი სხვა სადაო სიტუაცია, რომელიც ეხება მთლიანად გათამაშებას ან მის ნებისმიერი ნაწილს და/ან წინამდებარე წესებს, კამპანიის ორგანიზატორის გადაწყვეტილება არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
• გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, კამპანიის ინიციატორი კომპანია Visa (ვიზა) Inc. და მასთან აფილირებული ნებისმიერი პირი არ წარმოადგენს ორგანიზატორს. ისინი არ მონაწილეობენ გათამაშების ჩატარებასა, გამარჯვებულის გამოვლენისა და პრიზების გადაცემის პროცესში და ისინი პასუხს არ აგებენ ორგანიზატორის მიერ წინამდებარე წესების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვაზე და არ აგებენ პასუხს კამპანიის მონაწილეთა პრეტენზიებზე.