თინეთის რეგისტრაციის ოფისში შესაძლებელია ნებისმიერი სატრანსპორტო საშალების განბაჟება და გადაფორმება, საჯარო რეესტრის მომსახურების მიღება და საბანკო/სადაზღვევო სერვისებით სარგებლობა
საჯარო რეესტრის მომსახურებაში იგულისხმება უძრავი ქონებისა და ბიზნეს რეესტრის ავტორიზებული პირის მომსახურება. მომსახურება ასევე მოიცავს განცხადებების ჩაბარებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: უძრავი ქონების რეესტრში ნასყიდობის, იჯარის, ქირავნობის, ჩუქების რეგისტრაცია და ა.შ. ხოლო ბიზნეს რეესტრში, ახალი კომპანიის რეგისტრაცია, დირექტორის ცვლილების, წილების ნასყიდობის, ამონაწერის განახლების რეგისტრაცია და ა.შ.